fbpx

ჩვენ შესახებ

მართალი იურისტთა გუნდია, რომელიც აერთიანებს იურისტთა გამოცდილ და ახალგაზრდა თაობას.

ჩვენთან კლიენტთა მომსახურება და საქმეზე მუშაობა  გუნდურად მიმდინარეობს, რაც უზრუნველყოფს საკითხის მრავალი კუთხით განხილვას და დამუშავებას.

ჩვენთან გუნდი ორიენტირებულია განვითარებაზე. ყველა კატეგორიის საქმეზე ადვოკატთა გუნდის მონაწილეობა განაპირობებს ჩვენი ადვოკატების მრავალმხრივ გამოცდილებას, რაც ჩვენი გუნდის   მომსახურებისას ქმნის ხარისხს.

ჩვენთან უფრთხილდებიან კლიენტის ფინანსებს. ჩვენთან საქმეს არ გიწარმოებენ მხოლოდ „საქმის წარმოებისათვის“, თუ არ არის მოსალოდნელი თქვენთვის სასურველი და სამართლებრივად გამართული შედეგის მიღების ალბათობა. საქმის შედეგზე ორიენტირებული მიდგომა განაპირობებს ჩვენს წარმატებებს და კმაყოფილ კლიენტებს.

ჩვენთან არ ჩქარობენ კონტრაქტის დადებას მხოლოდ ჰონორარის მისაღებად, ვიდრე ზუსტად არ დადგინდება, რომ მოსალოდნელია იურიდიულად გამართული შედეგის ალბათობა. საქმის წარმოების ყველა ეტაპზე კლიენტი ინფორმირებულია საქმის სტადიის, მიმდინარეობის და მდგომარეობის შესახებ. საქმეზე შესასრულებელი ყველა ღონისძიება შინაარსობრივად შეთანხებულია კლიენტთან.