fbpx

შვილიშვილმა ბინის ვალის დაბრუნება

სანდროს ბაბუამ ბინა დაუტოვა დიღმის მასივში. ბინა იპოთეკით იყო დატვირთული და სესხიდან მხოლოდ 8 000 დოლარი იყო დარჩენილი. მშობლებთან ახლოს ყოფნის მიზნით, მან ბინის გაყიდვა და საბურთალოზე მშობლებთან ახლოს გადასვლა გადაწყვიტა. სანდრომ იპოვა მყიდველი, რომელიც 45 000 დოლარად ბინას იყიდდა. იპოთეკას მყიდველი დაფარავდა და დარჩენილ თანხას სანდრო ორ ნაწილად მიიღებდა. თანხის ნახევარს გადაფორმებამდე, ხოლო მეორე ნახევარს 10 თვის განმავლობაში გადაუხდიდა მყიდველი ყოველთვიურად. სანდრომ საჯარო რეესტრში გადაუფორმა ბინა მყიდველს და ნოტარიუსთანაც გააფორმეს განვადების გადახდის ხელშეკრულება.  

მყიდველმა მომდევნო თვეს თანხა აღარ გადაუხადა სანდროს. უთხრა იპოთეკის თანხა გადავიხადე და ცოტა მაცადეო. გავიდა კიდევ 1 თვე და მყიდველმა ისევ არ გადაუხადა თანხა. სანდრო ურეკავდა, ტელეფონს არ იღებდა ან გამორთული ჰქონდა. შემდეგ ნომერიც გამოცვალა, სავარაუდოდ იმ იმედით, რომ აღარ შეაწუხებდა სანდრო.

სანდროს არ სურდა სასამართლოში ჩივილი, მაგრამ ამხელა ფულის ასე მარტივად დათმობა არ სურდა. დაგვიკავშირდა, გაიარა კონსულტაცია და შემდეგ ჩვენს იურიდიულ კომპანიაში მოვიდა დახმარებისთვის.

შევისწავლეთ სანდროს საქმე და 2 თვეში სასამართლო პროცესი დასრულდა და მან დარჩენილი თანხა სრულად მიიღო. 

ისე მომიგვარეს ყველაფერი არ დამჭირვებია არც სასამართლოებში სირბილი და არც ჩემი მოვალისთვის დევნა. ფულის გადახდა დაიწყო და საბოლოოდ გადამიხადა ფული. ბევრი ნერვიულობა გადავიტანე, მაგრამ საბოლოოდ მოგვარდა ყველაფერი და ჩემი ფული დავიბრუნე.