fbpx

შვილიშვილმა ბაბუის ქონება დაიმტკიცა

ალექსანდრეს მამამ თავისი კუთვნილი სახლი, რომელიც მეჯვრისხევში ჰქონდათ, საჩუქრად ალექსანდრეს შვილს, მის უფროს შვილიშვილს გადასცა. სიკვდილის წინ ანდერძიც კი დატოვა, სადაც გარკვევით ახსნა, თუ, რატომ სურდა ეს სახლი შვილიშვილის კუთვნილება გამხდარიყო. რა თქმა უნდა ამის შესახებ ოჯახის წევრებსაც არაერთხელ აცნობა ბაბუამ და ოთხივე შვილმაც წინასწარ იცოდა მამის გაზრახვის შესახებ.

ბაბუა, რომ გარდაიცვალა, ბიძებმა მოითხოვეს, რომ სახლი გაეყიდათ და წილი ოთხად გაეყოთ, რასაც ალექსანდრე არ დათანხმდა, რადგან მამის სურვილი, ეს არ ყოფილა. ისე მოხდა, რომ საქმე ძალიან დაიძაბა, ორივე ბიძა ძმისშვილის წინააღმდეგ წავიდა. ალექსანდრეს უმცროსმა ძმამ თანხმობა განაცხადა რომ მამის სახლი პირველ შვილისშვილს გადაცემოდა და ძმები არასწორი საქციელის გამო განკიცხა. 

მიუხედავად ყველაფრისა, ბიძები სასამართლოში წავიდნენ და უჩივლეს, მემკვიდრეობას გვპარავსო. ალექსანდრეს ძმებთან პირისპირ შეხვედრა და მათი კიდევ უფრო გადამტერება არ სურდა, ამიტომ მოგვართა და დახმარება გვთხოვა. სასამართლომ გადაწყვეტილება 6 თვის შემდეგ გაგვაცნო და მეჯვრისხევის სახლი უფროსი შვილისშვილის საკუთრებად დარჩა.

მოგვამაგრეს ერთი იურისტი გოგონა, რომელიც ზედ გადაგვყვა, ყველა დოკუმენტაცია მოიძია, მამაჩემის ანდერძი, ნოტარიუსის ცნობები. სასამართლო დავა რამდენიმე თვე გაგრძელდა. ბოლოს, მაინც ჩვენ გაგვამართლა სასამართლომ და სახლი ჩემი შვილის საკუთრებად დარჩა.