fbpx

ბინის მეპატრონემ ზიანი აინაზღაურა

ეკამ ბინა იყიდა იპოთეკით, გაარემონტა. ავეჯი, ტექნიკა შეიძინა და გადავიდა საცხოვრებლად. ერთ დღეს, როდესაც სამსახურიდან დაბრუნდა აღმოაჩინა, რომ ზედა მეზობელს წყალი ჩამოუშვია და მთლიანად დაზიანებული იყო სამზარეულოს ჭერი, იატაკი და კედლები. სასწრაფოდ ავიდა მეზობელთან და აღმოჩნდა, რომ წყლის მილი გასკდა და ამ მიზეზით ჩამოვიდა წყალი. ბოდიში მოუიხადეს და ჩავიდნენ, დაზიანებების დასათვალიერლად. მეზობელი შეპირდა, რომ აუცილებლად აუნაზღაურებდა თანხას, უბრალოდ ვინმე უნდა ეპოვა ვინც ზარალს შეაფასებდა. 

ეკამ მოიყვანა შემფასებლები და უთხრეს, რომ ყველაფერს 4 000 ლარად აღუდგენდნენ, თანაც ისე, რომ არსებულ მასალებს გამოიყენებდნენ, რომელიც რემონტიდან იყო მორჩენილი. მასალები ეკასი იყო და მხოლოდ ხელობაში ითხოვდნენ ფულს.

 მეზობლმა ფულის გადახდა არ მოინდომა და თავის დაძვრენის მიზნით ყველაფერი უარყო, ვითომ ის არაფერ შუაში იყო. 

ამის შემდეგ მოგვმართა ეკამ და რამოდინემე თვეში ანაზღაურებაც მიიღო. 

მივმართე იურიდიულ კომპანია მართალს, რომელმაც ექსპერტიზის დახმარებით დაამტკიცა ჩემი სიმართლე. საქმე სასამართლოში შევიტანეთ და მოვიგეთ ეს საქმე. ჩემს მეზობელს, ხარჯის ანაზღაურების გარდა სასამართლო ბაჟიც დაეკისრა. წესიერად რომ მოქცეულიყო, აქამდე არ მივიდოდა საქმე.