fbpx

ქონებრივი დავები

  • ქონების დამტკიცება
  • უკანონოდ მითვისებული ბინის გათავისუფლება
  • ქონების ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ქონების დამტკიცება

გაქვთ ქონება, რომელსაც დიდი ხანია ფლობთ და განკარგავთ, მაგრამ ოფიციალურად, დოკუმენტებში არ გაქვთ რეგისტრირებული როგორც თქვენი საკუთრება? ან გაქვთ ქონება, რომელსაც ასევე ჰყავს სხვა მფლობელიც და გინდათ, რომ წილები სწორად გადანაწილდეს, მაშინ მოგვმართეთ, ჩვენ შევისწავლით თქვენ საქმეს, გაგიწევთ სამართლებრივ კონსულტაციას, მოგიმზადებთ დოკუმენტებს და საჭიროების შემთხვევაში დავიცავთ თქვენს ინტერესებს სასამართლოში.

უკანონოდ მითვისებული ბინის გათავისუფლება

თუ თქვენ შეიძინეთ ბინა, თუმცა ძველი მფლობელი არ ათავისუფლებს მას და არ გაძლევთ საშუალებას იცხოვროთ და განკარგოთ თქვენი ქონება, ან თუ მოგატყუეს და თქვენი ბინა უკანონოდ ჩაიგდეს ხელში ისე, რომ თქვენი ინტერესი ნაწილობრივ ან თითქმის არ იყო გათვალისწინებული, რის გამოც დაკარგეთ ან აპირებენ, რომ დაგაკარგინონ თქვენი ქონება, მაშინ მოგვმართეთ, ჩვენ შევისწავლით თქვენ საქმეს, გაგიწევთ სამართლებრივ კონსულტაციას, მოგიმზადებთ დოკუმენტებს და საჭიროების შემთხვევაში დავიცავთ თქვენს ინტერესებს სასამართლოში.

ქონების ხელშეკრულების ბათილად ცნობა

თუ ფიქრობთ, რომ ქონების შეძენის ან ქონების გასხვისების ხელშეკრულება უსამართლოდ და თვალთმაქცურად გაგიფორმეს, იმ მიზნით რომ თქვენი კუთვნილი ქონება მიესაკუთრებინათ სრულად ან დაესაკუთრებინათ გაცილებით ნაკლებ ფასად, ვიდრე მისი რეალური ღირებულება იყო და მიგაჩნიათ, რომ გაქვთ მტკიცებულებები, რომელიც თქვენს სიმართლეზე მიუთითებს, მაშინ დაგვიკავშირდით, გაიარეთ პირველადი კონსულტაცია და ჩვენ დაგეხმარებით და გაგიწევთ სამართლებრივ კონსულტაციას.

იურიდიული მომსახურების მიღების უპირატესობები „კომპანია მართალში“

  • ძლიერი იურისტები

ჩვენთან მუშაობენ ძლიერი, გამოცდილი და გულისხმიერი იურისტები, რომლებიც დეტალურად შეისწავლიან თქვენს საქმეს და შეიმუშავებენ თქვენზე მორგებულ საიმედო სამოქმედო გეგმას, რათა თქვენი ინტერესები და მოთხოვნები მაქსიმალურად იყოს დაცული.

  • იურისტის კონსულტაცია

ჩვენი იურისტები გაგიწევენ კონსულტაციას. თქვენი სურვილის შემთხვევაში, თქვენთან შეთანხმებით შეიმუშავებენ მომდევნო სამოქმედო გეგმას.

  • კონფიდენციალურობა

თქვენი საქმე ჩვენთან 100%-ით კონფიდენციალურად დარჩება და თქვენი უფლებები მკაცრად დაცული იქნება.

  • სწრაფი მომსახურება

ჩვენ თქვენი საქმის შესწავლას მაქსიმალურად სწრაფად ვუზრუნველყოფთ, ხოლო საქმის მსვლელობის დროს თქვენ გექნებათ სრული სურათი თქვენი საქმის მიმდინარეობის შესახებ.

  • მუდმივი კავშირი

თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდეთ, დაკავშირება შეიძლება დაგჭირდეთ თუ რაიმე გარემოება იცვლება თქვენ საქმეში, ან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდება გსურთ, ან უბრალოდ გაინტერესებთ თქვენი საქმის დეტალები.

  • ხარისხის მართვა

ჩვენ გვყავს ხარისხის მართვის გუნდი, რომელიც დაგეხმარებათ ნებისმიერ დროს როცა თქვენ ამის საჭიროება გექნებათ.

დაგეგმე სატელოფონო კონსულტაცია

დაგვიტოვე ტელეფონის ნომერი