fbpx
ალიმენტი

მიიღეთ პასუხები ალიმენტთან დაკავშირებულ შეკითხვებზე

მშობელს, რომელიც ბავშვს მარტო ზრდის, აქვს უფლება და რიგ შემთხვევებში ვალდებულებაც, რომ მეორე მშობელს დააკისროს ალიმენტი. ალიმენტის მთავარი დანიშნულება ბავშვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა. ბავშვს უნდა შეეძლოს კარგი განათლების და სამედიცინო მომსახურების მიღება, ასევე კარგი საცხოვრებელი და საარსებო პირობებით სარგებლობა, რასაც ხშირად მხოლოდ ერთი მშობლის შემოსავალი ვერ გაწვდება. ალიმენტის დაკისრება კი კარგი გზაა ბავშვის ინტერესების დასაცავად. ჩვენ ქვემოთ გიპასუხებთ ალიმენტთან დაკავშირებულ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე:

რა არის ალიმენტი?

ალიმენტი არის ყოველთვიური თანხა, რომელიც მშობელმა უნდა გაიღოს თავისი შვილისთვის, სანამ ბავშვი 18 წლის გახდება. ალიმენტის მთავარი მიზანია ბავშვის ინტერესების დაცვა და მისი სათანადო საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა.

როგორ მოვითხოვო ალიმენტი?

თუ მეორე მშობელი შვილის გაზრდაში არ გეხმარებათ, ჩვენ მივმართავთ სასამართლოს და მოვითხოვთ ალიმენტის დაკისრებას, რის შედეგადაც თქვენ ბავშვისთვის მიიღებთ ყოველთვიურ თანხას მეორე მშობლისგან.

ბავშვის მამასთან არ ვარ ოფიციალურ ქორწინებაში, მაინც შემიძლია ალიმენტის მოთხოვნა?

ოფიციალური ქორწინება არაა ალიმენტის მოთხოვნისთვის აუცილებელი. მთავარია ბავშვის მამობა დასტურდებოდეს. მამობა დასტურდება თუ ბავშვის დაბადების მოწმობაში მამა მითითებულია. შესაბამისად ჩვენ ხელს აღარაფერი გვიშლის, რომ მოვითხოვოთ ალიმენტი.

ბავშვის მამობა არ დასტურდება, რა შეიძლება გავაკეთო ალიმენტის მისაღებად?

ასეთ დროს უნდა მივმართოთ სასამართლოს ალიმენტის მოთხოვნით. თუ მამა უარს იტყვის ალიმენტის დაკისრებაზე, იმ მიზეზით, რომ ბავშვის მამა არაა, ჩვენ შეგვიძლია ექსპერტიზის დანიშვნა. მას შემდეგ რაც ანალიზით დადასტურდება მამობა, ექსპერტიზის თანხის გადახდა ეკისრება მამას და ასევე მას დაეკისრება ყოველთვიური ალიმენტიც.

ბავშვი ჩემს გვარზეა, მაინც შემიძლია ალიმენტის მოთხოვნა?

ბავშვის გვარს მნიშვნელობა არ აქვს, სასამართლო მაინც დააკისრებს ალიმენტს მეორე მშობელს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორივე მშობელს აქვს თავისი შვილის რჩენის ვალდებულება სრულწლოვნებამდე.

მეორე მშობელი არ მუშაობს და მაინც დააკისრებენ ალიმენტს?

დიახ, ალიმენტის დაკისრების მთავარი არსი ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფაა. შესაბამისად, ალიმენტი მშობელს მაინც დაეკისრება, მიუხედავად იმისა, მუშაობს თუ არა ის მოცემულ მომენტში.

როგორ ხდება ალიმენტის გამოთვლა?

ალიმენტის წინასწარ დადგენილი ოდენობა არ არსებობს. ჩვენი გამოცდილებით, სასამართლო საშუალოდ 200-300 ლარს აკისრებს თითოეულ ბავშვზე, თუნდაც მშობელი არ მუშაობდეს, მაგრამ თუ მას უფიქსირდება თვიური შემოსავალი მეტის დაკისრებაც შესაძლებელია. მოსამართლე გაითვალისწინებს ბავშვის ყოველდღიურ, საცხოვრებელ, სამედიცინო, კვებისთვის განკუთვნილ ხარჯს და შესაბამისად გადაწყვეტს რა რაოდენობის ალიმენტი იქნება შესაფერისი ბავშვის კეთილდღეობისთვის.

რამდენია სასამართლოში ბაჟის სახით გადასახდელი თანხა?

სასამართლოსთვის ალიმენტის დავაზე ბაჟის გადახდა არ მოგიწევთ.

როდიდან ეკისრება ალიმენტის გადახდა მშობელს?

მშობელი ალიმენტს გადაიხდის სასამართლოში სარჩელის შეტანის დღიდან. სასამართლო გადაწყვეტილებას რამდენიმე თვე შეიძლება დაჭირდეს, თუმცა ეს დრო დაკარგული არაა. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მშობელს ალიმენტის გადახდა იმ თვეებზეც მოუწევს, რა პერიოდში საქმე განიხილებოდა.

თუ არ გადაიხდის ალიმენტს, რა შემიძლია გავაკეთო?

ამ შემთხვევაში ჩვენ საქმეს ვაწარმოებთ აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან, რომ მათი დახმარებით მოხდეს სხვადასხვა გზებით იძულებითი აღსრულება.

თუ დაინტერესებული ხართ ალიმენტის დაკისრებით, ახლავე დაგვიტოვეთ თქვენი ტელეფონის ნომერი. ჩვენი იურისტი დაგიკავშირდებათ კონსულტაციისთვის და დავიწყებთ საქმის წარმოებას სასამართლოში.

დაგვიტოვეთ ტელეფონის ნომერი და დაგიკავშირდებით

დაგვიტოვეთ ტელეფონის ნომერი