fbpx
ალიმენტი

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა დააკისროთ ალიმენტი

მშობლები ვალდებულები არიან არჩინონ თავიანთი შვილები 18 წლამდე. იმ შემთხვევაში, თუ მეორე მშობელი ფინანსურად არ გეხმარებათ ბავშვის გაზრდაში, თქვენ შეგიძლიათ მას დააკისროთ ალიმენტის გადახდა. ალიმენტი არის გარანტია, რომ მშობელი გადაიხდის ყოველთვიურ თანხას, რაც აუცილებელია ბავშვის აღზრდისთვის და განვითარებისთვის. ზოგჯერ მშობლები თავს იკავებენ და ერიდებიან მეორე მშობლისთვის ალიმენტის დაკისრებას, თუმცა ჩვენ გამოვიკვლიეთ 5 მთავარი მიზეზი, თუ რატომ უნდა დააკისროთ ალიმენტი მეორე მშობელს და რატომ უნდა გააკეთოთ ეს აუცილებლად.

1. ალიმენტი არის თქვენი შვილის უფლება მიიღოს აღზრდისთვის და განვითარებისთვის საჭირო მატერიალური დახმარება.

ალიმენტის დაკისრების მთავარი მიზანი არის თქვენი შვილის განვითარებისთვის აუცილებელი ხარჯების დაფარვა. ის უნდა მოხმარდეს ბავშვის განათლებას, საკვებს, შესაბამისი საცხოვრებელი პირობების შექმნას, ჯანმრთელობის დაცვას და სხვა მიზნებს, რაც ბავშვის ხარისხიანი ცხოვრების უზრუნველსაყოფად არის საჭირო.

2. ალიმენტის დაკისრებით თქვენი შვილები თანხას მიიღებენ ყოველთვიურად, წინასწარ განსაზღვრული ოდენობით და არ იქნებიან დამოკიდებული მეორე მშობლის კეთილ ნებაზე.

შესაძლებელია, რომ მეორე მშობელი იხდის გარკვეულ თანხას ბავშვის აღზრდისთვის, თუმცა ამას არ აკეთებს სისტემატიურად ან თანხის ოდენობა იმდენად მცირეა, რომ ბავშვის საჭიროებებს არ აკმაყოფილებს. ოფიციალურად, სასამართლოს მიერ დაკისრებული ალიმენტით, მეორე მშობელი ვალდებულია, რომ ბავშვი 18 წლამდე, გარანტირებულად არჩინოს, იმ თანხით, რასაც სასამართლო განუსაზღვრავს.

3. ალიმენტი არის მშობლებს შორის შვილის აღზრდისთვის საჭირო ვალდებულებების თანაბარი განაწილება.

მშობლებს შორის დაძაბულობამ და ცუდმა ურთიერთობამ ბავშვის ყოველდღიური ცხოვრება არ უნდა დააზიანოს. ბავშვს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა იცხოვროს ნორმალურ პირობებში, მიიღოს განათლება და განვითარდეს.
ოფიციალურად დაკისრებული ალიმენტით კი, მშობლებს შორის დამატებითი დაძაბულობა იხსნება, რადგან თანხობრივი ვალდებულება მშობელს სასამართლოს წესით აქვს განსაზღვრული და მისი დაცვა ევალება.

4. როცა მშობელი შვილზე ზრუნავს, მაშინ მათ შორის ყალიბდება ურთიერთობები, სიყვარული და პატივისცემა.

როდესაც ბავშვის მშობლები ერთად არ ცხოვრობენ, ბავშვი საცხოვრებლად ერთ-ერთ მშობელთან რჩება. შესაბამისად ბავშვს ერთ მშობელთან აქვს უფრო მეტი ურთიერთობა, ხოლო მეორე მშობელთან შესაძლებელია მარტივად დაკარგოს კონტაქტი. ალიმენტის გადახდით მეორე მშობელს ეძლევა საშუალება ჰქონდეს ახლო კავშირი თავის შვილთან, იზრუნოს მასზე და მონაწილეობა მიიღოს მის აღზრდაში. შესაბამისად, ასეთ დროს ყალიბდება მშობელსა და შვილს შორის სიყვარული და ნარჩუნდება ურთიერთკავშირი.

5. ხშირად მშობელს მიაჩნია, რომ თუ ალიმენტს მოითხოვს, მეორე მშობელი მას ბავშვთან ურთიერთობებში პრობლემებს შეუქმნის.

ორივე მშობელი, როგორც დედა, ასევე მამა ვალდებულია, რომ ბავშვის კეთილდღეობისთვის იზრუნოს. თუ ერთი მშობელი მოითხოვს მეორე მშობლისთვის ალიმენტის დაკისრებას, ეს ხდება მხოლოდ და მხოლოდ ბავშვების სასიკეთოდ და ვერც ერთი მხარე ვერ მოითხოვს ამის გამო მშობლის დასჯას ან მისი უფლების შეზღუდვას.

თუ თქვენ ჯერ არ დაგიკისრებიათ ალიმენტი ბავშვის მეორე მშობლისთვის, თუმცა ფიქრობთ და გაქვთ გარკვეული შეკითხვები, დაგვიტოვეთ ტელეფონის ნომერი. ჩვენი იურისტები დაგიკავშირდებიან, უპასუხებენ ყველა თქვენს შეკითხვას და დაგეხმარებიან ალიმენტის დაკისრებაში.

დაგვიტოვეთ ტელეფონის ნომერი