fbpx

როგორ ნაწილდება ქონება და ვინ არიან მემკვიდრეები?

როგორ ხდება მემკვიდრეობით მისაღები ქონების განაწილება, ვინ არიან პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეები, ანდერძის შემთხვევაში როგორ ნაწილდება ქონება, ეკუთვნით თუ არა ქონებიდან წილი პირველი რიგის მემკვიდრეებს?  

რა წესები მოქმედებს ქონების ჩუქების შემთხვევაში, ეკუთვნით თუ არა სავალდებულო წილი პირველი რიგის მემკვიდრეებს, თუ ქონება სხვაზე გააჩუქეს.

ვინ არიან კანონით მემკვიდრეები?

ქონების მესაკუთრის გარდაცვალების შემდეგ, თუ მისი ანდერძი არ არსებობს, ქონების წილი ნაწილდება მის პირველი რიგის მემკვიდრეებზე. პირველი რიგის მემკვიდრეები არიან  მშობლები, შვილები და მეუღლე.  თუ პირველი რიგის მემკვიდრეები სახეზე არიან, მაშინ ისინი მიიღებენ ქონებიდან წილს აბსოლუტურად თანაბრად, რა თქმა უნდა თუ არ არსებობს ანდერძი. 

თუ ქონების მესაკუთრის ერთი შვილი ცოცხალია, ხოლო მეორე შვილი გარდაცვლილი, წილი ეკუთვნით მეორე, გარდაცვლილი შვილის შვილებსაც. ასეთ შემთხვევაში, მათ ეკუთვნით იგივე წილი ქონებიდან, რასაც მათი მშობელი მიიღებდა, ცოცხალი რომ ყოფილიყო.

რა ხდება ანდერძის არსებობის შემთხვევაში?

თუ ადამიანმა ქონება ანდერძით დაუტოვა სხვა ადამიანს, არაკანონით მემკვიდრეს, მაშინ ვერაფერს ვერ მიიღებენ კანონით მემკვიდრეები? 

ასეთ შემთხვევაში, მხოლოდ პირველი რიგის მემკვიდრეებს შეუძლიათ სავალდებულო წილის მოთხოვნა. ისინი მიიღებენ იმ ქონების ნახევარს, რომელიც უნდა მიეღოთ ანდერძი რომ არ ყოფილიყო.

რა ხდება მაშინ ერთი ადამიანის მიერ დაწერილი რამდენიმე ანდერძი არსებობს?

თუ ერთი ადამიანის მიერ დაწერილი რამდენიმე ანდერძი არსებობს, მაშინ მისი ბოლოს დაწერილი ანდერძი ითვლება ვალიდურად. 

თუ ადამიანმა ერთი ქონება ანდერძით  დაუტოვა ერთ ადამიანს და ასევე მას ჰქონდა სხვა ქონებაც, რომლის შესახებ ანდერძში არაფერი აქვს ნახსენები, მაშინ,  ეს ქონება თანაბრად გადანაწილდება მის კანონიერ მემკვიდრეებზე. 

ვინ არიან მეორე რიგის მემკვიდრეები და ქონების რა წილი ეკუთვნით მათ?

თუ არსებობს პირველი რიგის მემკვიდრე  ერთი მაინც ცოცხალი, მაშინ მეორე რიგის მემკვიდრეები ქონებიდან წილს ვერ მიიღებენ. მეორე რიგის მემკვიდრეები არიან და/ძმა. 

ამის შემდეგ მოდის სხვა ნათესავები: დისშვილები, ძმისშვილები, ბიძაშვილები და ა.შ.

რა ხდება ქონების ჩუქების შემთხვევაში?

თუ მშობელმა ერთ შვილს აჩუქა ქონება, მეორე შვილს შეუძლია სავალდებულო წილი მოითხოვოს? ამ შემთხვევაში აქვს მნიშვნელობა ვადას, ჩუქებიდან რა დროა გასული. თუკი ჩუქებიდან გასულია არ არის 5 წელი, მაშინ შეიძლება შვილმა მოითხოვოს ქონებიდან წილის მიღება. თუ 5 წელზე მეტია გასული, მაშინ მეორე შვილი წილს ვერ მიიღებს. 

თუ გაქვთ კითხვები ან გჭირდებათ ადვოკატის დახმარება  მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში, მაშინ დაგვიტოვე ტელეფონის ნომერი და ჩვენი ადვოკატები დაგეხმარებიან რომ თქვენი უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული ქონებიდან წილის მიღების საკითხში.

დაგეგმე სატელოფონო კონსულტაცია

დაგვიტოვე ტელეფონის ნომერი