fbpx

საბანკო დავები

  • პირგასამტეხლოს პროცენტის შემცირება
  • გადასახდელი სესხის შემცირება
  • ჩამორთმეული ქონების დაბრუნება
  • ვალის დაბრუნება

პირგასამტეხლოს პროცენტის შემცირება

თუ ბანკმა დაგაკისრა შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი ან არაზომიერი პირგასამტეხლო და დაირღვა სამართლიანობის პრინციპი, თუ პირგასამტეხლოს თანხა ბევრად მეტია ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ ზიანზე, მაშინ ჩვენ დაგეხმარებით, რომ ბანკთან მოლაპარაკების ან სასამართლოს გზით შევამციროთ პირგასამტეხლოს ოდენობა.

ჩვენ შევძლებთ გავაუქმოთ ისეთი პირგასამტეხლო, თუ თქვენს საბანკო ხელშეკრულებაში საერთოდ არ არის მითითებული ინფორმაცია პირგასამტეხლოს პირობების შესახებ ან ისეთი პირგასამტეხლო დაგაკისრეს, რომლის დაკისრება არ იყო მიზანშეწონილი.

გადასახდელი სესხის თანხის შემცირება

თუ სესხის თანხა გადაიხადეთ, მაგრამ სესხი გადახდილად არ ჩაგითვალეს, ან სესხის თანხა გაგიზარდეს დარიცხული პროცენტებით და პირგასამტეხლოებით, ან სესხის გადახდის პირობები შეგიცვალეს, რის გამოც სესხი კიდევ უფრო გაგეზარდათ და ფიქრობთ, რომ ეს ქმედება იყო არასამართლიანი და მიზანმიმართულად მოგაყენეს ზიანი, ჩვენ დაგეხმარებით სიმართლის გარკვევაში და უკანონოდ დაკისრებული თანხების ჩამოწერაში.

ჩამორთმეული ქონების დაბრუნება

თუ ბანკმა ბოროტად გამოიყენა იპოთეკით დატვირთული ქონების გაყიდვის უფლება და ქონება უსამართლოდ ან არაკეთილსინდისიერად ჩამოგართვათ. თუ ბანკმა აუქციონზე გაგიყიდათ სახლი ბევრად უფრო დაბალ ფასად, ვიდრე მისი საბაზრო ღირებულება იყო და თქვენ მოგადგათ ზიანი და დაკარგეთ ფული. თუ ბანკს ვალის გადახდის ალტერნატიული გზა შესთავაზეთ, თუმცა თქვენი ქონების ხელში ჩაგდების მიზნით პასუხი არ დაგიბრუნათ და არ დაგეხმარათ, რომ აღებული ვალდებულება შეგესრულებინათ და მოახდინა თქვენი ქონების კონფისკაცია, ჩვენ დავიცავთ თქვენს ინტერესებს, რომ სამართლიანობა დაცული იყოს და დაგეხმარებით, რომ მიყენებული ზიანი აგინაზღაურდეთ.

ვალის დაბრუნება

თუ გჭირდებათ დახმარება ვალის დაბრუნებაში, მაგალითად, თუ გაასესხეთ თანხა კერძო პირზე ან ორგანიზაციაზე და გასესხებულ თანხაზე უნდა მიგეღოთ სარგებელი წინასწარშეთანხმებული პირობების შესაბამისად, მაგრამ მოვალე კომპანიამ ან კერძო პირმა გაფლანგა თქვენი ქონება და არ დაგიბრუნათ არც ძირი თანხა და არც სარგებელი გადაგიხადათ, ჩვენ დაგეხმარებით სასამართლოს ძალით დაიბრუნოთ თქვენი გასესხებული ძირი თანხა და მიუღებელი პროცენტი.

იურიდიული მომსახურების მიღების უპირატესობები „კომპანია მართალში“

  • ძლიერი იურისტები

ჩვენთან მუშაობენ ძლიერი, გამოცდილი და გულისხმიერი იურისტები, რომლებიც დეტალურად შეისწავლიან თქვენს საქმეს და შეიმუშავებენ თქვენზე მორგებულ საიმედო სამოქმედო გეგმას, რათა თქვენი ინტერესები და მოთხოვნები მაქსიმალურად იყოს დაცული.

  • იურისტის კონსულტაცია

ჩვენი იურისტები გაგიწევენ კონსულტაციას. თქვენი სურვილის შემთხვევაში, თქვენთან შეთანხმებით შეიმუშავებენ მომდევნო სამოქმედო გეგმას.

  • კონფიდენციალურობა

თქვენი საქმე ჩვენთან 100%-ით კონფიდენციალურად დარჩება და თქვენი უფლებები მკაცრად დაცული იქნება.

  • სწრაფი მომსახურება

ჩვენ თქვენი საქმის შესწავლას მაქსიმალურად სწრაფად ვუზრუნველყოფთ, ხოლო საქმის მსვლელობის დროს თქვენ გექნებათ სრული სურათი თქვენი საქმის მიმდინარეობის შესახებ.

  • მუდმივი კავშირი

თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდეთ, დაკავშირება შეიძლება დაგჭირდეთ თუ რაიმე გარემოება იცვლება თქვენ საქმეში, ან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდება გსურთ, ან უბრალოდ გაინტერესებთ თქვენი საქმის დეტალები.

  • ხარისხის მართვა

ჩვენ გვყავს ხარისხის მართვის გუნდი, რომელიც დაგეხმარებათ ნებისმიერ დროს როცა თქვენ ამის საჭიროება გექნებათ.

დაგეგმე სატელოფონო კონსულტაცია

დაგვიტოვე ტელეფონის ნომერი